საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საგრანტო კონკურში გამარჯვებული დოქტორანტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა ტრადიციულად ყველაზე მეტი პროექტი მოიპოვეს 2022 წლის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსში.

მათ შორის 4 ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია:

მარიამ რევიშვილი- კვლევითი პროექტი - ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლის თვითრეგულაციის ფსიქოლოგიური მექანიზმები. სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი პროფესორი მზია წერეთელი;

თეკლა ნემანიშვილი- კვლევითი პროექტი - პოზიტიური მშობლობა და კარგად ყოფნის განცდა მოზარდებში: მედიატორი და მოდერატორი ცვლადების როლი. სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელები ასოცირებული პროფესორი ხათუნა მარწყვიშვილი, ასოცირებული პროფესორი მაია მესტვირიშვილი;

მარიამ გოგიჩაიშვილი-კვლევითი პროექტი - გზაგასაყარზე: ალტერნატიული და მასტერ ნარატივის ურთიერთქმედება ცხოვრების ისტორიებში. სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი;

ნინო ქიტოშვილი - კვლევითი პროექტი - ცოლქმრული კონფლიქტი და მოზარდის ფსიქოსოციალური კეთილდღეობა: მედიაციური და მოდერაციული ანალიზი.სადისერტაციო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა.

თარიღი: 20/10/2022